Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: კომპანიებს, რომლებმაც მუშაობა შეაჩერეს, დასუფთავების მოსაკრებელს არ გადავახდევინებთ


თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ იმ კომპანიებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო მუშაობა შეაჩერეს, დასუფთავების მოსაკრებელს არ გადაახდევინებენ. ამის შესახებ მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა აღწერილი გვყავს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს შეუწყობს ამ ბიზნესკომპანიებს", - თქვა მან.

თბილისის მასშტაბით კორონავირუსის საფრთხის გამო არაერთი დაწესებულება დაიხურა. ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებს შეუძლიათ, დანარჩენები შეზღუდვებით მუშაობენ ან საერთოდ აკრძალული აქვთ მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG