Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინი: გერმანია მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და სურს მისი გაძლიერება


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გაჩენასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენა სამომავლოდ გაკვეთილის სწავლაში დაგვეხმარებოდა.

ამის თაობაზე მან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მორისონი ცდილობს, დახმარება მოიპოვოს საერთაშორისო გამოძიებისთვის, რათა შესწავლილ იქნეს კორონავირუსის პანდემიის წარმოქმნასა და გავრცელებასთან დაკავშირებული გარემოებები და მათზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირება.

ახალი კორონავირუსის შესახებ, რომელმაც, როგორც მიიჩნევა, პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანის ბაზარში იჩინა თავი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 31 დეკემბერს ეუწყა.

მას შემდეგ დადასტურებულია ინფიცირების 2,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 178 ათასზე მეტი ადამიანი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა დღეს კვლავ გაიმეორა ბერლინის პოზიცია, რომ გერმანია მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და სურს მისი გაძლიერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG