Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ევროკავშირს დამატებით 150 მლნ ევროს ფინანსური დახმარებისთვის მადლობას უხდის


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების გამო.

„ევროკომისიას მადლობას ვუხდი დამატებითი 150 მილიონი ევროს ფინანსური დახმარებისთვის ამ კრიზისის დროს. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - წერს გახარია.

პრემიერი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის.

რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირი საქართველოს, ასევე დაეხმარება 183 მილიონი ევროთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG