Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკულია პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აღარ აქვს


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ 8 პაციენტს შორის არის 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი ორჯერადი კვლევით აღარ უდასტურდება, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

ლევან რატიანის თანახმად, მამაკაცის მდგომარეობის სიმძიმე გამოწვეულია კოვიდ-19-ის გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით:

"ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ამ პაციენტთან ორჯერადი კვლევით არ არის კოვიდ ინფექცია, ანუ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე პაციენტს კოვიდ ინფექცია არ გააჩნია. მისი დამძიმების მიზეზი არის მისი ქრონიკული ფილტვ-გულის უკმარისობა და ასევე ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა მძიმე სეფსისი...პაციენტს უტარდება ყველანაირი მკურნალობა, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკის 90 პაციენტს შორის მძიმეა კიდევ 3 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მათთან ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში საერთო ჯამში დადასტურებულია კორონავირუსის 420 შემთხვევა. მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG