Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან დავითაშვილი: პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პურის ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ერთი მხრივ მთავრობის სუბსიდიით ფქვილის ფასი 51-ლარიან ნიშნულს არ ასცდება და მეორე მხრივ, გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა პურის საცხობებს შეუმცირეს ტარიფი 10 თეთრით.

"წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს. ეს არის ის ქმედითი მექანიზმები, რომლითაც ფასის კონტროლს შევძლებთ და არა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით", - თქვა მინისტრმა.

რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ საქართველოში 9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოყო. ამ პროდუქტების ჩამონათვალშია ხორბლის ფქვილიც, რომლისგანაც პურს აცხობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG