Accessibility links

ევროკავშირი ვიდეოთი გამართავს სამიტს კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე


ევროკავშირის ლიდერები 23 აპრილს ვიდეოთი გამართავენ სამიტს და იმსჯელებენ ერთობლივი ფინანსური რეაგირების გზებზე ეკონომიკის რეცესიის პასუხად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად იკვეთება.

მოელიან, რომ ლიდერები ევროკავშირის კომისიას - 27 წევრისგან შემდგარი ბლოკის აღმასრულებელ ორგანოს - მიმართავენ თხოვნით, გამოყოს საკმარისად მსხვილი ფონდი საიმისოდ, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს და რეგიონებს გაუწიონ დახმარება.

"გთავაზობთ, კომისიას ვთხოვოთ გააანალიზოს ზუსტი საჭიროებები და შეიმუშაოს წინადადება, რომელიც დაემთხვევა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს" - წერს ევროკავშირის საბჭოს პრეზდიენტი, შარლ მიშელი, სამიტზე მიწვევის წერილში.

ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, კომისიას თვის ბოლომდე, ან მაისის პირველ რიცხვებამდე მისცემენ დროს შესაბამისი ფონდის და მისი დაფინანსების გზების შესამუშავებლად - იუწყებიან ოფიციალური პირები. ზოგიერთი წინადადების თანახმად, ფონდის მოცულობა შესაძლოა 1 ტრილიონიდან რამდენიმე ტრილიონ ევრომდე იყოს. თუმცა, ჯერჯერობით ნათელი არ არის, რა გზებით მოხდება ფონდის დაფინანსება და ის სესხების თუ გრანტების სახით გაიცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG