აკლდამაში დავტოვე, მადრიდში, მე სახლში წამოვედი
ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალის ქმარი, მამუკა ნაჭყებია, რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ახლა მას 5 შვილის გაზრდა მარტოს მოუწევს. სოციალურად დაუცველი ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ წავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. კორონავირუსით ის სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა და მარტის ბოლოს გარდაიცვალა. ქმარი მის დაკრძალვას ესპანეთში შემოღებული საკარანტინო აკრძალვების გამო ვერ დაესწრო. მას, მხოლოდ და მხოლოდ, იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც მისი ცოლი დაასაფლავეს. ოჯახი ახალგაზრდა ქალის სამშობლოში გადმოსვენებას 5-6 წელში შეძლებს. მას შემდეგ, რაც მედიაში მამუკა ნაჭყებიასა და მისი ხუთი შვილის ამბავი გავრცელდა, გადაცემაში “სხვა ნანუკა” გამოჩნდა ქალი, რომელმაც ოჯახს თბილისში, მშენებარე კორპუსში ბინა აჩუქა. ქალმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან