Accessibility links

logo-print logo-print

თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში საგამონაკლისო წესით შესვლა-გასვლის წესი დაადგინეს


27-28 აპრილს თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში საგამონაკლისო წესით შესვლა-გასვლის წესები დაადგინეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხ ქალაქში მიმოსვლას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

15 აპრილს 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG