Accessibility links

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 85 მოქალაქე დააჯარიმა


ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ მოქალაქეთა უმრავლესობა კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა: კერძოდ, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 65 მოქალაქე, ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი - 20.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15000 ლარი.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 15 მილიონ ლარს აღემატება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG