Accessibility links

საუდის არაბეთში წყდება კომენდანტის საათი, გამონაკლისია მექა და რამდენიმე რაიონი


ქააბის ქვა მექაში

საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება, რომ კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა კომენდანტის საათი. 24-საათიანი კომენდანტის საათი შენარჩუნებულია წმინდა ქალაქ მექაში და რაიონებში, რომლებიც ადრე იზოლაციაში იყო მოქცეული.

ამ სპეციალური ზონების ფარგლებს გარეთ კომენდანტის საათი გაუქმდება 9-დან 17 საათამდე. ახალი რეჟიმი 13 მაისამდე გასტანს.

პარასკევს ისლამურ სამყაროში რამადანის წმინდა თვე დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG