Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ ოთხეულმა სწორი მოქმედებებით მოახერხა კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებისთვის მიეღწია. და აი როგორ


თარგმანი: არჩილ სარალიძე, ქეთევან ძაძამია

ავტ. ანგელა დიუვანი, ჰენრიკ პეტერსონი და ნატალია კროკერი - CNN -16.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით ჩაკეტეს საზღვრები, ერთ რიგში მიწყობილი დომინოს ქვების მსგავსად. მიუხედავად აშკარა ნიშნებისა, რომ საფრთხე სწრაფად გავრცელდებოდა მთელ დედამიწაზე, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მაინც მოქმედებდა რეაგირების გამოკვეთილი სქემით - საფრთხის უარყოფა, უნიათო მოქმედება და ბოლოს კი მკაცრი იზოლაცია.

უცნაურია, რომ ჩვენს გლობალიზებულ მსოფლიოში ასე ცოტა მაგალითია გონივრული და სწრაფი მოქმედების ვირუსის აფეთქების პირველი კვირეების განმავლობაში, როცა შანსები ვირუსის შეკავების და შეჩერების იყო ძალიან მაღალი. ეხლა კი მთელი ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია ვირუსის გავრცელების შენელებისკენ და მისი მრუდის მოგლუვებისკენ, რომ რამენაირად ხელი შევუშალოთ სიკვდილიანობის შემდგომ ზრდას.

მსოფლიოს დიდი ნაწილი ფიქრობს შეზღუდვების შერბილების გეგმაზე , მაგრამ არ იქნება უადგილო თუ ყურადღებას იმ 12 გაკვეთილზე შევაჩერებთ , რომლებიც მიიღეს პანდემიასთან წარმატებულად მებრძოლმა ოთხმა ქვეყანამ.

ტაივანი

ტაივანზე ეპიდემიის აფეთქება შეიძლება ყოფილიყო კატასტროფული, რადგან ის მატერიკული ჩინეთის სანაპიროდან დაშორებულია სულ რაღაც 180კმ - ით ( 110 მილი). ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ( JHU ) შეფასებით კუნძული მეორე ადგილზე იყო დაინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში იანვრის ბოლოს.

მაგრამ დღეს კუნძულზე, რომლის მოსახლეობაც 24 მილიონია, რეგისტრირებულია 395 დაინფიცირების შემთხვევა, მხოლოდ 6 გარდაცვლილი და არცერთი ახალი შემთხვევა დაინფიცირების. როგორ მოახერხა ეს ამ ქვეყანამ უკიდურესი მკაცრი შეზღუდვების, სკოლების და საბავშვო ბაღების დახურვის გარეშე.

გარდაცვლილების ასეთი მცირე რაოდენობის შემხედვარე, ტაივანში დღის წესრიგიდან მოიხსნა რაიმე სხვა მკაცრი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

შევადაროთ ეს მონაცემები აშშ -ს - დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ვირუსისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყნის - მონაცემებს, რომელმაც უკვე 26 000 სიკვდილის თაობაზე განაცხადა. აშშ-ს მოსახლეობის რაოდენობა რომ მიგვეღო მხედველობაში და თუ კი ამ ქვეყანაში ტაივანის წარმატებას გავიმეორებდით, მაშინ გვექნებოდა გაცილებით ნაკლები 83 სიკვდილის შემთხვევა.

მიუხედავ იმისა, რომ ტაივანს აქვს უმაღლესი ხარისხის უნივერსალური სამედიცინო დახმარების სერვისი, ამ ქვეყნის წარმატება განაპირობა მათმა მზაობამ, მოქმედების სისწრაფემ, ცენტრალურმა მართვამ და კონტაქტების მკაცრმა მოძიებამ.

გაკვეთილი # 1: იყავი მზად

ტაივანის მზადყოფნა განაპირობა 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომის ( SARS ) აფეთქებისას მიღებულმა გამოცდილებამ, მაშინ კუნძულზე 181 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში შეიქმნა სპეციალიზირებული ცენტრალური-ეპიდემიოლოგიური ცენტრი, რომლის აქტივაციაც შესაძლებელია ნებისმიერი ეპიდემიის აფეთქების საპასუხო მოქმედებების საკორდინაციოდ. იმის ნიშნად, რომ ტაივანს სურდა დაესწრო კორონავირუსისთვის, ცენტრმა მოქმედება დაიწყო 20 იანვარს, ერთი დღით ადრე სანამ ქვეყანა დაადასტურებდა პირველი ინფიცირების შემთხვევას.

რადგან ამ ცენტრის ავტორიტეტი ქვეყანაში მკაცრადაა სახელწიფოებრივად განსაზღვრული და დამტკიცებული, მან შეძლო მიეღო მკაცრი ზომები ყოველგვარი შემაფერხებელი პოლიტიკური პროცესების გვერდის ავლით. სიის თანახმად, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა ( JAMA ), ცენტრმა განსაზღვრა დაახლოებით 120 სამოქმედო ნაბიჯი სამი კვირის განმავლობაში. ეს სია ფაქტიურად წარმოადგენს სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიის აფეთქების დროს.

გაკვეთილი # 2: იყავი სწრაფი

ტაივანმა მოქმედება დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე ის 21 იანვარს დაადასტურებდა ვირუსით Covid-19 დაინფიცირების პირველ შემთხვევას. ტაივანელმა ჩინოვნიკებმა დაიწყეს უჰანიდან (Covid-19 გავრცელების ეპიცენტრი) ჩამოფრენილი ყველა მგზავრის შემოწმება ციებაზე და პნევმონიის ნიშნებზე რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ( WHO ) დაადასტურა ჩინეთში ახალი ვირუსით დაავადების შემთხვევები. მთავრობამ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება უჰანში გამგზავრების მსურველთათვის 20 იანვარს, ხოლო ორი დღის შემდეგ ჩინოვნიკებმა დაიწყეს მოსახლეობის ყოველდღიური გაფრთხილება ბრიფინგებზე.

ტაივანმა დაიწყო კარანტინში მოთავსებული ადამიანების ელექტრონული მონიტორინგი, მთავრობის მიერ გამოშვებული მობილური ტელეფონების დახმარებით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთ კვირაში და გამოაცხადა შეზღუდვა შესვლა-გასვლაზე, ძირითადად ჩინეთის ჰუბეის რეგიონთან დაკავშირებით, რომლის დედაქალაქიცაა უჰანი. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ხელისუფლება იღებდა დამატებით ზომებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ტაივანს ჰქონდა მხოლოდ 329 დაინფიცირების შემთხვევა, როცა მან შემოიღო სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომები 1 აპრილს. შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთს უკვე 20 მარტს ჰქონდა დაინფიცირების 3000 და ლეტარული 335 შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ პაბები და რესტორნები უნდა დაიკეტოს, ხოლო ბავშვები სკოლებში და საბავშვო ბაღებში აღარ უნდა გავუშვათ. და რადგანაც დიდი ბრიტანეთი არ ატარებს ფართო ტესტირების პროგრამას, ექსპერტები თვლიან რომ რეალურად დაინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებზე.

ჯარისკაცები, თავდაცვის ძალების ქიმიური დანაყოფებიდან, იღებენ მონაწილეობას წვრთნაში, რაც ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვას ქვეყანაში - სინდიანის რეგიონი, ტაიპეი, ტაივანი 14 მარტი.

გაკვეთილი # 3: ტესტირება, კონტაქტების მოძიება და კარანტინი

ხელისუფლებამ განახორციელა ფართომასშტაბიანი ტესტირება და დაინფიცირებული ადამიანების კონტაქტების მოძიება, მოათავსა რა ისინი კარანტინში. აქტიურად ამოწმებდნენ ყველას ვინც ჩამოდიოდა საკრუიზო ლაინერებიდან, უტარებდნენ ტესტირებას ყველას ვისაც ჰქონდა დასმული გრიპის ან პნევმონიის დიაგნოზი, დიაგნოსტირების შეცდომების აღმოსაფხვრელად და კორონავირუსით დაინფიცირებულების გამოსავლენად.

გაკვეთილი # 4: მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენება

‘ხელისუფლების კოორდინირებული პასუხი ქვეყნის მოსახლეობის სრულ თანამშრომლობასთან ერთად ჰარმონიულად ერწყმოდა დიდი რაოდენობა მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენებას“- განაცხადა ჯეისონ ვანმა (associate professor of pediatrics at Stanford Medicine, Jason Wang) CNN - თან ინტერვიუში. ვანმა ასევე კარგად შეისწავლა ტაივანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და გახლდათ თანაავტორი JAMA-ს ანგარიშის ტაივანის საპასუხო მოქმედებების შესახებ.

ტაივანმა გააერთიანა ნაციონალური სამედიცინო დაზღვევის მონაცემები, საბაჟო და საიმიგრაციო მონაცემების ბაზებთან, შექმნა რა გაფრთხილების სისტემა რეალურ დროში რისკის ჯგუფებში მყოფი მოსახლეობის იდენტიფიცირებისთვის.

„ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კარგი სისტემის არსებობა გვეხმარება დაავადების გავრცელების მონიტორინგში და შესაძლებლობას გვაძლევს დროულად გამოვავლინოთ ასეთი შემთხვევები. როდესაც ვინმე მიმართავს ექიმს რესპირატორული სიმპტომებით, მისი მონაცემები უკვე აისახება ნაციონალურ მონაცემთა ბაზაში და ასე გაცილებით უფრო ადვილია ყურადღების გამახვილება სარისკო კლასტერებზე“ - განაცხადა ვანმა.

ტაივანმა გამოიყენა აუცილებელი ონლაინ-ანგარიშები და რეგისტრაცია 14 დღის განმავლობაში მგზავრობის შეზღუდვის შემდეგ. მათ ასევე გამოიყენეს „ციფრული ღობე“ დაახლოებით 55 000 ადამიანისთვის, ირთვებოდა რა საგანგაშო სიგნალი, როცა ადამიანი მოშორდებოდა საკარანტინო ადგილს დიდ მანძილზე. ციფრული ტექნოლოგიებით ზედამხედველობის ეს მეთოდები, რომლებიც გამოიყენეს ტაივანმა და სხვა ქვეყნებმა, იწვევს გარკვეულ შეშფოთებას საზოგადოების მხრიდან ადამიანის კონფიდენციალური ინფორმაციის ხელშეუხებლობის დარღვევის გამო.

ისლანდია

ძალიან ბევრ ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელია, თუ თქვენ ძალიან ავად არ ხართ. ისლანდიაში ნებისმიერ მსურველი, ვისაც უნდა კორონავირუსზე ტესტის გაკეთება, დაუყოვნებლივ მიიღებს მას. ხელისუფლება აცხადებს, რომ საყოველთაო ტესტირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყანაში დაინფიცირებული შემთხვევების და სიკვდილიანობის მცირე რაოდენობაზე. მხოლოდ ისლანდიაში დაინფიცირებულია 1700 ადამიანი და მათგან მხოლოდ 8 გარდაიცვალა.

გაკვეთილი # 5: იყავით აგრესიულები

ისლანდიის რეაქცია კორონავირუსზე არ იყო განსაკუთრებულად ინოვაციური. ეს იყო უბრალოდ საგულდაგულოდ დაზუსტებული და სწრაფი მოქმედების გეგმა. ტაივანის მსგავსად მისი სისწრაფე არ უნდა ყოფილიყო ძალიან შემზღუდველი - მოსახლეობას კვლავ შეუძლია შეიკრიბოს ჯგუფებად არაუმეტეს 20 ადამიანზე, თუ ისინი დაშორებული არიან 2 მეტრიანი დისტანციით ერთმანეთისგან. უნივერსიტეტები დაკეტილია, მაგრამ სკოლები და საბავშვო ბაღები აგრძელებენ ფუნქციონირებას, რაც აძლევს საშუალებას დიდი რაოდენობით მშობელს გააგრძელოს მუშაობა.

„თავიდანვე, როგორც კი ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პირველი შემთხვევა, ჩვენ ვმოქმედებდით ჩვენი გეგმის თანახმად. ჩვენი გეგმა კი იმაში მდგომარებდა, რომ აგრესიული ნაბიჯებით სწრაფად გამოგვევლინა და შეგვემოწმებინა ყველა საეჭვო შემთხვევა, მოგვეთავსებინა ისინი იზოლაციაში და ასევე ვყოფილიყავით ძალიან აგრესიულები მათი კონტაქტების გამოვლენაში. ჩვენ გამოვიყენეთ საპოლიციო ძალები და ჯანდაცვის სისტემა, რომ ყურადღებით გამოეკვლიათ ყველა შესაძლო კონტაქტი თითოეული ახალი დაფიქსირებული შემთხვევის დროს“ - განაცხადა ისლანდიის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ტროლფურ გუდიანსონმა CNN -თან საუბარში (Iceland's chief epidemiologist Thorolfur Gudnason).

„ჩვენ აღმოვაჩინეთ,რომ ახალი დაინფიცირების შემთხვევების 60% მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე მოთავსებული არიან კარანტინში. აქედან გამომდინარე, კონტაქტების გამოვლენა და მათი მოთავსება კარანტინში იყო შედეგიანი ნაბიჯი ჩვენთვის“ - განაცხადა გუდიანსონმა.

საებრაუტის ქუჩა ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკი 3 აპრილი. ქალაქში მოქმედებს შეზღუდვა 20-ზე მეტი ადამიანის ერთად.

გაკვეთილი # 6: ჩართეთ კერძო სექტორი

სახელწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის ჩარჩოებში ისლანდიის ნაციონალური საუნივერსიტეტო საავადმყოფოსა და ბიოტექნიკური კომპანიის (deCODE Genetics, Iceland) თანამშრომლობით შეიქმნა საწყისი ეტაპის ტესტები და იმედოვნებენ, რომ კვირის ბოლოსთვის ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს ექნება გავლილი ტესტირება. ეს ტესტი განკუთვნილია ყველასთვის და უკვე იქცა უმნიშვნელოვანეს ლაბორატორიად მთელი მსოფლიოსთვის, რომ შეიტყოს უფრო მეტი ამ ახალი ვირუსის შესახებ.

უახლესმა აღმოჩენამ იმის შესახებ, რომ ისლანდიის მოსახლეობის 50%-ს, რომლებიც დაინფიცრდნენ COVID-19, ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი არ აღმოაჩნდათ, აიძულა სხვა ქვეყნები მიემართათ სოციალური დისტანცირების უფრო გადამჭრელი ზომებისთვის. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ.

კარი სტეფანსონმა (CEO and director of deCODE Geneticsm) CNN -ს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობის მასიური ტესტირებისას გამოვლინდა კორონავირუსის მუტაციის 528 შემთხვევა. ამ მუტაციებს შეუძლიათ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნას იმის თაობაზე, თუ რამდენად სახიფათოა კორონავირუსი და მიაწოდოს მსოფლიოს მეცნიერებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვირუსის შესახებ.

გაკვეთილი # 7: იმოქმედეთ პროფილატიკის მიზნით

ისლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა სვანდას სვავასდოტირმა (Svandís Svavarsdóttir) ხაზი გაუსვა სისწრაფეს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მან განაცხადა, რომ ეს მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის იყო „მოსახვევის წინ“. ქვეყანამ, როგორც ჩანს, სწორედ ეს მოიმოქმედა. მას შემდეგ, რაც 3 მარტს დადასტურდა მხოლოდ ექვსი იმპორტირებული შემთხვევა, ისლანდიამ დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება, მოეთავსებინა კარანტინში იტალიიდან დაბრუნებული ყველა მოგზაური და ძალიან გაამკაცრა შეზღუდვები მოგზაურობაზე შემდგომ კვირებში.

ნაციონალური პოლიციის კომისარმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა 6 მარტს, როცა დადასტურდა ინფექციის ორი შემთხვევა. ეს იყო განგაშის სიგნალი სახელისუფლო ორგანოებისთვის რომ უფრო გაეუმჯობესებინათ მზადყოფნა, მაგრამ მათ არ შეუზღუდიათ საზოგადოებრივი თავყრილობები. ისინი აფრთხილებდნენ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, რომ არ გასულიყვნენ ხალხმრავალ ადგილებში.

ქვეყანამ დახურა უნივერსიტეტები და უმცროსი კოლეჯები 13 მარტს და აკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება 16 მარტს, როცა ამ დროს დადასტურებული იყო ვირუსით დაინფიცირების 61 შემთხვევა და არცერთი სიკვდილის ფაქტი.

სამი დღის შემდეგ ყველა ისლანდიის მოქალაქე, რომელიც დაბრუნდა ქვეყანაში ვალდებული იყო გაევლო 14 დღიანი კარანტინი, მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში იმოგზაურეს.

მხოლოდ ყველა ამ მოქმედებების შემდეგ დაფიქსირდა პირველი სიკვდილის ფაქტი ისლანდიაში 24 მარტს. იმავე დღეს ხელისუფლებამ აკრძალა 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება და დახურეს ბარები, აუზები, მუზეუმები და სპორტული დარბაზები.

გაკვეთილი # 8: ტექნოლოგიების გამოყენება და კონფიდენციალობის დაცვა

ისლანდიაში, ტაივანის მსგავსად ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდა სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს სად იმყოფება მომხმარებელი და ქონდა თუ არა კონტაქტი დაინფიცირებულთან. ეს აპლიკაცია ხელსუწყობს კონტაქტების სწრაფ გამოვლენას და იმ ჯგუფის განსაზღვარს თუ ვის ემუქრება დაინფიცირების საფრთხე.

შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში ანალოგიური პასუხი იყო ძალიან დაგვიანებული. ხელისუფლების მხარდაჭერით ასეთი აპლიკაცია ჯერ-ჯერობით დამუშავების პროცესშია და მის გასაშვებად კიდევ რამდენიმე კვირაა საჭირო.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ დაადასტურა კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა, დაახლოებით ერთდროულად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად. სამხრეთ კორეა დღეში ადასტურებს 30 დაინფიცირების ახალ შემთხვევას, მაშინ როცა დიდი ბრიტანეთი ადასტურებს - 5000, ხოლო აშშ - 20 000 -ზე მეტ ახალ შემთხვევას.

ამ ქვეყნების მოსახლეობის ტესტირების მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ სიკდილიანობის მაჩვენებელი ტრაგიკულად კონტრასტულია. JHU -ს მონაცემების თანახმად სამხრეთ კორეაში ყოველ 100 000 მოსახლეზე 1 გარდაცვლილია, დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი = 18, ხოლო აშშ-ში - 8 ადამიანს.

გაკვეთილი # 9: თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ტესტი

დოქტორ ეომ ჯუნა სიკას (Gil Medical Center near Seoul) განცხადებით სამხრეთ კორეის წარმატება დიდ წილად განსაზღვრა ტესტირებამ. დოქტორი ეომი მკურნალობს კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს კლინიკაში და არის იმ კომიტეტის წევრი, რომელიც კონსულტაციას უწევს ხელისუფლებას კორონავირუსთან საპასუხო ქმედებების განხორციელებაში.

„ადრეული დიაგნოსტიკა,ადრეული კარანტინი და ადრეული მკურნალობა არის გადამწყვეტი“-განუცხადა მან CNN-ს.

„პირველი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევის მომენტიდან მთველს ქვეყანაში განთავსდა 500 სკრინინგის კლინიკა, ჩვენ დავახარისხეთ ყველა საეჭვო შემთხვევა და ჩავატარეთ ტესტირება, ამასთან ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით სისტემის შესაქმნელად და მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის, რათა შეზღუდული მომსახურე პერსონალით და უმოკლეს დროში გაგვეკეთებინა დიდი რაოდენობის ტესტირება“ - განაცხადა მან.

ამასთან ქვეყანამ მოიფიქრა ტესტირების ინოვაციური სისტემა. დოქტორ ეომის საკონსულტაციო გუნდმა ასობით დრაივ რესტორნებთან ( მაგალითად როგორც McDonald's - ია) შესთავაზა მომხმარებლებს ტესტები, რომლებიც იყოს ძირითადად უფასო, სწრაფი და ტარდებოდა პერსონალის მიერ უსაფრთხო დისტანციაზე. ეს მოდელი აშშ - მ განახორციელა რამდენიმე შტატში.

16 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მოუწოდა მსოფლიოს სახელმწიფოების მთავრობებს - „ტესტირება, ტესტირება, ტესტირება“. სამხრეთ კორეა კი უკვე ანხორციელებდა მასიურ ტესტირებას რამდენიმე კვირის განმავლობაში და დღეის მდგომარეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით 500 000 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, რაც ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.

სამედიცინო პერსონალი ამოწმებს ავტომობილების მძღოლებს კორონავირუსის სიმპტომებზე ჰოიანგი, სეულის ჩრდილოეთი 29 თებერვალი.

ბევრი ქვეყანა ცდილობს განახორციელოს მოსახლეობის ათასობით ტესტირება ყოველდღე. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში იმდენად რთულია ტესტირების გაკეთება, რომ მოსახლეობა ცდილობს ფოსტით მათ შეკვეთას იმ ინდუსტრიაში, რომელიც არ რეგულირდება მთავრობის მიერ.

სამხრეთ კორეამ ასევე სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება იმ ადამიანების შემოწმების და კარანტინში განთავსების შესახებ, რომლებიც დაბრუნდნენ უჰანიდან 3 იანვარს, თითქმის ორი კვირით ადრე სანამ დადსტურდებოდა პირველი ინფიცირების შემთხვევა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი მთავრობამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.

სამხრეთ კორეა ასევე ყურადღებით იკვლევდა კონტაქტებს, თუმცა საქმე გამარტივდა, როცა აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობა შემთხვევებისა დაკავშირებული იყო ერთ რელიგიურ დაჯგუფებასთან ქალაქ ტეგუში. ამ შემთხვევამ ხელისუფლებას გამოუკვეთა განსაზღვრული არეალი სწრაფი ტესტების ჩასატარებლად.

„ატარებდა რა ტესტებს რელიგიური დაჯგუფების ყველა წევრზე და ავლენდა დაინფიცირებულ უსიმპტომო ადამიანებს, მთავრობა ანხორციელებდა კარანტინს და მკურნალობას ერთმანეთის მხარდამხარ“ - განაცხადა ეომმა.

მას შემდეგ რაც ქალაქი ტაგუ იქცა ეპიდემიის ეპიცენტრად, მთავრობას მაგ მომენტისთვის უკვე ჰქონდა უნარი და პოლიტიკური ნება განეხორციელებინა მასშტაბური ტესტირება, გამოევლინა დაინფიცირებული ადამიანების კონტაქტები და გადაეყვანა ისინი კარანტინში. ამით მან უზრუნველყო ვირუსის ლოკალიზება, რომ არ მომხდარიყო სიკვდილიანობის მაშტაბების ზრდა, როგორც ეს მოხდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

გაკვეთილი # 10: წარსულის გაკვეთილები

სამხრეთ კორეამ იმოქმედა სწარფად იმიტომ, რომ ტაივანის მსგავსად მასაც ჰქონდა წარსულის მწარე გამოცდილება. ეს ქვეყანა ფაქტიურად არ დაზარალებულა ატიპიური პნევმონიისგან, განაცხადა რა მხოლოდ სამი დაავადებულის და არცერთი გარდაცვლილის შესახებ. მაგრამ სამაგიეროდ ახლოაღმოსავლეთის რესპირატორულმა სინდრომმა ჩააგდო ქვეყანა მოულოდნელად დაბნეულ მდგომარეობაში 2015 წელს, როცა დაფიქსირდა 186 დაინფიცირების და 38 სიკვდილის შემთხვევა. სამხრეთ კორეა იყო ერთადერთი ქვეყანა ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების გარდა, რომელმაც ასეთი მძიმე დანაკლისი განიცადა.

ამრიგად პოლიტიკური ნება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მოქმედების განსახორციელებლად არ წარმოადგენდა პრობლემას და ცენტრალური ხელისუფლება და პროვინციები მოქმედებდნენ კოორდინებულად.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამხრეთ კორეა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად ინოვაციური სახელმწიფო. ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში უკვე ინტერნეტით იმართება, და ამიტომ კარანტინში მყოფი ადამიანების მონიტორინგის აპლიკაციის შექმნა და დანერგვა არ იყო რთული საქმე, თუმცა აქტივისტები იქაც აფრთხილებენ მოსახლეობას პირადი ცხოვრების დაუცველობაზე.

გერმანია

გერმანიის შემთხვევა ცოტა განსხვავებულია. ქვეყანამ სინამდვილეში ვერ მოახერხა დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდის შეკავება. ამ ქვეყანაში დადასტურებულია დაინფიცირებული ადამიანების 132 000 შემთხვევა, რაც მეხუთეა რაოდენობის მხრივ მთელს მსოფლიოში.

მაგრამ გერმანიამ მოახერხა სიკვდილიანობის დონის შენარჩუნება დაბალ ნიშნულზე. დაახლოებით 4000 ადამიანი გარადაიცვალა კორონავისრუსისგან გერმანიაში, რაც დაახლოებით 4 ადამიანი ყოველ 100 000 მოსახლეზე. ეს გაცილებით ნაკლებია იტალიაზე - 35 ადამიანი და დიდ ბრიტანეთზე - 18 ადამიანი.

გაკვეთილი # 11: უფრო მეტი ტესტირება რაც შეზღუდვებს გაამარტივებს

ვირუსოლოგ მარტინ შტუმერის (heads IMD Labor in Frankfurt) განცხადებით, გერმანიის წარმატება ასევე განპირობებულია მის მიერ განხორციელებული მასიური ტესტირებით, მაგრამ მისმა კარგად უზრუნველყოფილმა ჯანდაცვის უნივერსალურმა სისტემამაც ითამაშა არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი. გერმანიამ ასევე მოიწვია კერძო სექტორი დასახმარებლად, რომ უზრუნველყო საკმაოდ დიდი რაოდენობა ცდების ჩატარება.

„თავიდანვე გერმანია არ დაყრდნობილა ერთ, ორ ან სამ ცენტრალურ ლაბორატორიას, რომლებიც ატარებდნენ ყველა ტესტს. ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრმა კერძო კომპანიამ, ამიტომ მოვახერხეთ დღეში 100 000 ტესტის ჩატარება“ - განაცხადა შტუმერმა CNN -თან.

„არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ეს გერმანიაზე უკეთ მოახერხეს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ფართომასშტაბიანი ტესტირება , როცა ჩვენ შევძელით დავკვირებოდით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი მოსახლეობა. მხოლოდ მასიური ტესტირების დახმარებითაა შესაძლებელი განსაზღვროთ დაინფიცირებული ადამიანები“

4 აპრილს დაამატეს ახალი საწოლები პაციენტების მისაღებად სავაჭრო ცენტრ Hannover Messe-ს ორ საგამოფენო დარბაზში შექმნილ ახალ საავადმყოფოში, ჰანოვერი, გერმანია. დაწესებულებაში არის 500 საწოლი პაციენტებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას.

როგორც ტაივანმა, სამხრეთ კორეამ და ისლანდიამ, გერმანიამაც შექმნა კორონავირუსის ტესტი და მოამზადა მათი დიდი რაოდენობა გაცილებით ადრე, სანამ ქვეყანა გამოაცხადებდა კორონავირუსით დაინფიცირებული ავადმყოფის გარდაცვალების პირველი ფაქტის შესახებ.

როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა ოთხშაბათს, ქვეყანა დაიწყებს თანდათან შეზღუდვების შემცირებას. ქვეყანა გეგმავს კიდევ უფრო მეტი ტესტირების ჩატარებას იმ შემთხვევაში თუ კონტაქტების გაფართოვება გამოიწვევს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას. სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, გერმანიაც დაიწყებს ტესტებს ჩატარებას ანტისხეულებზე, რომ შეძლებისდაგვარად გაირკვეს თუ ვის აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი ახალი ვირუსის მიმართ.

გერმანიაში გარდაცვლილთა შედარებით მცირე რაოდენობა აიხსნება იმით, რომ კორონავირუსი შემოედინებოდა ქვეყანაში ძირითადად ახალგაზრდა მოქალაქეებით, რომლებიც სტუმრობდნენ იტალიის და ავსტრიის ზამთრის სათხილამურო კურორტებს.

მთავრობამ მოახერხა შეემოწმებინა ეს ადამიანები, რომლებიც დაბრუნდნენ სამშობლოში სათხილამურო კურორტებიდან და გაეკონტროლებინა მათი კონტაქტები შესამოწმებლად. ამ ადამიანების უმრავლესობა ახალგაზრდობაა და დაინფიცირებულების ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი შეადგენს 35 – 59 წელს, შემდეგი კი -- 15-34 წელს. ვირუსი მომაკვდინებელია ძირითადად მოხუცებული ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში. მაგრამ ქვეყანაში კომუნალური ინფექციების ზრდასთან ერთად, შტუმერი შიშობს, რომ უახლოეს კვირაში შესაძლოა უფრო მეტი მოხუცი დაიღუპოს გერმანიაში და სიკვდილიანობის სტატისტიკაც გაიზარდოს.

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 315 გარდაცვალების ფაქტი Covid-19 ვირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო. ამის თაობაზე განაცხადა ოთხშაბათს თავის ვებ-გვერდზე დაავადებებთან ბრძოლის ცენტრმა (the Robert Koch Institute). ეს მოხდა პირველად, როცა 24 საათში დარეგისტრირდა 300-ზე მეტი სიკვდილის ფაქტი.

გაკვეთილი # 12: საავადმყოფოების პოტენციალის ზრდა

გერმანიას უკავია მე-18 ადგილი მსოფლიოში ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მხრივ, თანხმად ინდექსისა, რომელიც გამოაქვეყნა The Lancet - მა. დიდი ბრიტანეთი 23 პოზიციაზეა, ხოლო აშშ - 29 ადგილზე. მაგრამ ეს მონაცემები ბევრს სამწუხაროდ ვერაფერს გვიხსნის. იტალიას მაგალითად ამ კლასიფიკაციაში მეცხრე ადგილი უკავია, ქვეყანამ ჩაატარა აუცილებელი ტესტირებები, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მეორე ადგილს იკავებს ესპანეთის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში.

ამ სიტუაციაში განსხვავება, როგორც ჩანს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის უზარმაზარ პოტენციალში იკვეთება. ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების და შეფასების ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად ამ თვეში ეპიდემიის პიკის დროს გერმანიაში საჭირო იქნება 12 000 საწოლი-ადგილი. ქვეყანას კი მზად აქვს 147 000, თითქმის 10-ჯერ მეტი ვიდრე საჭიროა.

მათგან განსხვავებით აშშ -ში არსებობს 94 000 საწოლი-ადგილი და დაახლოებით 15 000 საწოლი -ადგილის დეფიციტია. გერმანიაში გაცილებით მეტი სათადარიგო ადგილებია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, ვიდრე იტალიაში.

ფაქტიურად გერმანიის ჯანდაცვის სისტემას გააჩნია იმხელა პოტენციალი, რომ მათ საავადმყოფოებში მკურნალობენ კორონავირუსისგან პაციენტებს იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან.

მთავრობამ მოახერხა პაციენტები საშუალო სირთულის სიმპტომებითაც კი მოეთავსებინა საავადმყოფოებში და ემკურნალა მათთვის მანამ, სანამ მათი მდგომარეობა გართულდებოდა. ამან ბევრი ექსპერტი ჩააფიქრა იმაზე, რომ იქნებ უმჯობესია პაციენტების ნაადრევი მკურნალობა და მიერთება სუნთქვის აპარატებზე, რადგან ეს საგრძნობლად ზრდის მათი გადარჩენის შანსებს.

„გერმანიაში არ არსებობს სიტუაცია, როცა ჯანდაცვის სისტემა საგრძნობლად გადატვირთულია, როგორც ეს ხდება მაგალითად იტალიაში, სადაც ექიმები უკვე იმაზე ფიქრობენ უმკურნალონ პაციენტს თუ არა. ჩვენთან ეს არ ხდება“ - განაცხადა შტუმერმა.

ყველა მონაცემი დაინფიცირებულების და გარდაცვლილების შესახებ მიღებულია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან 15 აპრილს ღამის 2 საათზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG