Accessibility links

ცხინვალს ეწოდოს „ქალაქი სტალინირიც“ - ბრძანება ბიბილოვმა გამოსცა


სამხეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალთან ერთად „ქალაქ სტალინირის“ გამოყენების ბრძანებას მოაწერა ხელი, - იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რესი.

განკარგულება ბიბილოვმა „ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ გამოსცა.

განკარგულების თანახმად, „სტალინირი“ ცხინვალის სიმბოლოდ უნდა დასახელდეს და გამოყენებული იქნეს ცხინვალთან ერთად სახელმწიფო და დედაქალაქის ღონისძიებებზე, ასევე მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული თარიღების აღნიშვნისას: „9 მაისს - გამარჯვების დღეს. 22 ივნისს - დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს“.

სააგენტოს ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამინისტროებსა და უწყებებს დაევალა სადღესასწაულო დღეებში იმგვარი ღონიძიებების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს „სტალინირის“ სახელის პოპულარიზაციას.

ცხინვალს სტალინირი 1934-1961 წლებში იოსებ სტალინის პატივსაცემად ერქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG