Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაიას თქმით, თითქმის გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში იყო


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, თითქმის გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევით მოთავსებულთა პირველ ხუთეულში შედიოდა:

„შემიძლია გითხრათ, რომ მისი ვირუსის კონცენტრაცია ისეთი უმნიშვნელოა, რომ უკვე განსაზღვრა ალბათ შემდგომ დღეებში შეუძლებელი იქნება და ჩავთვალოთ, რომ ისიც უკვე გამოჯანმრთელებულია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი წევს. მათგან 5-ს აღენიშნება მძიმე პნევმონია. კლინიკაში მოთავსებულია 11 მოზარდი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 497-დან 511-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში, 511 დადასტურებული შემთხვევიდან ​156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG