Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ტარდება საქართველოში აგრესიული ტესტირება - თენგიზ ცერცვაძის პასუხი


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ხშირად ისმის მათი მისამართით კრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყანაში არ ტარდება ე.წ. აგრესიული ტესტირება. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში ყველა საეჭვო პაციენტს უტარდება კვლევა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"აქ მთავარია არა მასიური გამოკვლევა, რომელსაც მოკლე დროში მაინც ვერ მოვიცავთ, ნახევარსაც კი, მესამედსაც კი. არამედ, მთავარია, რომ ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობით ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების კვლევის კუთხით ის უსწრებს ძალიან ბევრ ქვეყანას, ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრს", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ისეთ ქვეყნებშიც (ლატვია, გერმანია და ა.შ.) კი, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლის დროს მასობრივი ტესტირება გამოიყენეს, მოსახლეობის მხოლოდ ორი-სამი პროცენტი მოიცვეს. მისი შეფასებით, ეს გავლენას ვერ იქონიებდა ეპიდემიაზე.

ცერცვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის დროს ცხელების ცენტრების გახსნით უნიკალურ გზას მიაგნო. ამ დაწესებულებებში კი კვლევა უტარდება ყველა საეჭვო პაციენტს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 511 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 156 განიკურნა, 6 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG