Accessibility links

ვლადიკავკაზში პატიმრობა მიუსაჯეს თვითიზოლაციის საწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეს


Russia -- Vladikavkaz. Riot police officers confront participants in a rally against the self-isolation order

ჩრდილოეთ ოსეთის მთავარ ქალაქ ვლადიკავკაზის სასამართლომ 28 აპრილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა ადგილობრივ მცხოვრებ ჯონი ჯიოევს, რომელიც კორონავირუსის თვითიზოლაციის რეჟიმის საწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობდა.

მას ბრალად ედება ხულიგნობა, ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევის დროს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ჯიოევს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონულ დედაქალაქ ვლადიკავკაზში სპეცრაზმმა 20 აპრილს დაშალა სპონტანური აქცია, რომლითაც ასობით მოქალაქე აპროტესტებდა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ამოქმედებულ კარანტინს და მოითხოვდა რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ბიტაროვის გადადგომას.

სამართალდამცველებმა დააკავეს 68 დემონსტრანტი. 14 მათგანი ადმინისტრაციული ოქმით გაათავისუფლეს.

გამოძიების ვერსიით, შეტაკების დროს 13 პოლიციელი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG