Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა მილიონზე მეტი ადამიანი. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 28 აპრილისთვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა შეადგინა 1 012 517. აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილია 58 355 ადამიანი.

შედარებით მაღალი მაჩვენებელია მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის სტატისტიკით - აშშ-ში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 035 765-ია, ხოლო გარდაცვლილების 59 266.

ორივე რესურსი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით აკვირდება. განსხვავება ის არის, რომ ამერიკული ჰოპკინსის უნივერსიტეტი ადგილობრივი დროით მუშაობს, საერთაშორისო Worldometer-ი კი - გრინვიჩის.

XS
SM
MD
LG