Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 87 მოქალაქე  დააჯარიმეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

დაჯარიმების მაქსიმალური უმრავლესობა, 70 შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევას შეეხება.

მხოლოდ ერთი პირია დაჯარიმებული მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 16 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

31 მარტიდან 29 აპრილის დილის ჩათვლით, სულ 5 726 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, მათგან 9 იურიდიულ პირზე. სულ ჯარიმების ჯამური მოცულობა 17 286 000 ლარია.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG