Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკური საავადმყოფო: დღეიდან ჟურნალისტების კორონავირუსზე შემოწმება იწყება


რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, დღეიდან საქართველოში ჟურნალისტების სწრაფი ტესტით შემოწმება იწყება. ამის შესახებ მან საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გოფოძის თქმით, სამიზნე ჯგუფები და მათ შორის ჟურნალისტები სწრაფი ტესტებით შემოწმდებიან, ყველა საეჭვო შემთხვევა კი გადამოწმდება.

"უპირველეს ყოვლისა, თქვენ, ჟურნალისტები ბრძანდებით მიზნობრივი ჯგუფი. გუშინვე განვაცხადე იქ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთ-მეთქი, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას", - თქვა გოფოძემ.

მისი თქმით, მიზნობრივი ჯგუფების შემოწმებით ვირუსის პრევენცია მოხდება.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსი ლაბორატორიულად 517 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 168 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. დაავადებულებს შორის ამ დრომდე არ ყოფილა ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG