Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Covid-19-ით გორის სამხედრო ჰოსპიტლის სანიტარი დაინფიცირდა


გორის სამხედრო ჰოსპიტლის სანიტარს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.

ცნობილი ხდება, რომ სანიტარი 28 აპრილს სოფელ კარალეთში ძმის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად.

როგორც კარალეთში გორის მერის წარმომადგენელი, ჰამლეტ პეტუაშვილი ამბობს, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასა და რძალთან, რომლებსაც ეპიდემიოლოგების მიერ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

კარალეთსა და თერგვისში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ. გორის სამხედრო ჰოსპიტალს სანიტრის დაინფიცირების შესახებ ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება.

29 აპრილის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 168, გარდაცვლილია - 6.

XS
SM
MD
LG