Accessibility links

აშშ-ის საელჩო: გვსურს აღვნიშნოთ მეგობრობის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ჩვენ შორის არის


აშშ-ის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის ძალებს თავდადებისთვის და სამსახურისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა.

"თავდაცვის ძალების დღეს, გვსურს, აღვნიშნოთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა. ერთობლივი წვრთნების, მუშაობისა და მსახურობისას საქართველოსა და საერთაშორისო მისიებში, როგორიცაა ავღანეთი, ჩვენი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე კაცებმა და ქალებმა კიდევ უფრო გაამყარეს ის მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს", - ვკითხულობთ საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG