Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის დადგენილების შედეგი ექიმების გათავისუფლება იქნება, რაც პაციენტებზე აისახება


ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა შეაჩეროს მე-15 დადგენილება. ამ დოკუმენტით, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფოსგან დაფინანსება უწყდებათ 13 ათასზე ნაკლები კონტიგენტის მქონე ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს.

"ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების არშეჩერება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუკზე.

მთავრობამ მე-15 დადგენილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი ამოქმედების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს ფინანსური პრობლემის წინაშე დააყენებს და პერსონალის გათავისუფლება მოუწევთ.

XS
SM
MD
LG