Accessibility links

ჭიაბერაშვილი: კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატი უნდა მიიღოს


ევროპული საქართველოს წევრი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული, დანამატები უნდა მისცენ. ამის შესხებ მან ფეისბუკზე დაწერა.

"ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს", - წერს ჭიაბერაშვილი.

საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სახელმწიფო კლინიკა და ცხელების ცენტრების შექმნილი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად 539 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 178 განიკურნა, 6 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG