Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: ისეთი ინფიცირებულები, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით, ძალიან ცოტაა


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, რეგისტრირებულ მონაცემებზე მეტია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტა. თუ ჩვენ ვიცით, რომ გვყავს 550 პაციენტი, ამას შეიძლება დაემატოს რაოდენობა, თუ ყველას გამოვიკვლევთ, მაგრამ არამცდაარამც ბევრი. ზოგი ამას არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს", - თქვა ცერცვაძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უსიმპტომო პაციენტების გამო ინფიცირებულთა რაოდენობა რეგისტრირებულ მონაცემებს ორჯერ აღემატება და გარდაცვლილი მხოლოდ 6 ადამიანია, ეს იმას მიანიშნებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალი იქნება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG