Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს COVID-19 დაუდგინდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წამოაყენა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო ბელოუსოვის კანდიდატურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ინფექციის მიუხედავად მიშუსტინი აქტიურად იქნება მუშაობაში ჩართული ხალხის და ეროვნული ეკონომიკის დასახმარებლად.

მიშუსტინი იანვარში დაინიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ის საკვანძო როლს თამაშობდა რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამჟამად მიშუსტინი თვითიზოლაციაში იმყოფება.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში სარეკორდოდ მაღალი იყო ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 106 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 1073.

ახალი ამბავი განახლების პროცესშია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG