გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 539-დან 566-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.
განახლებული მონაცემები 1 მაისს 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საერთო ჯამში 566 დადასტურებული შემთხვევიდან 184 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.
1 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 550.
დაწერეთ კომენტარი