Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ამნისტიით პატიმრების ორი მესამედის შეწყალება იგეგმება


ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი მსჯავრდებულთა ამნისტიის შესახებ, რომლის თანახმად საპატიმროებს დატოვებს დაახლოებით 3000 პატიმარი. რადიო თავისუფლების ცნობით, ფართო ამნისტიას ყირგიზეთის ხელისუფლება უკავშირებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე და ყირგიზეთის აპრილის რევოლუციის მე-10 წლისთავებს.

ამნისტიის კანონპროექტის თანახმად, ციხეებს დატოვებენ 60 წელზე უფროსი ასაკის კაცები, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, მსუბუქი დანაშაულის გამო მსჯავრდებული პატიმრები, 55 წელზე უფროსი ასაკის ქალები, მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა დედები, არასრულწლოვნები და მცირეწლოვანი ბავშვების ან ინვალიდების ერთადერთი მარჩენალი პატიმრები. პატიმართა დანარჩენ კატეგორიას ამნისტიის თანახმად შეუმსუბუქდებათ სასჯელები.

ყირგიზეთის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის საპატიმროებში ამჯამად სასჯელს იხდის 7 ათასი კაცი. ამნისტიის ძალაში შესვლის შემდეგ, საპატიმროებს მსჯავრდებულთა დაახლოებით ორი მესამედი დატოვებს.

ერთი წლით ადრე, მეზობელ ტაჯიკეთში ქვეყნის კონსტიტუციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს ფართო ამნისტიის კანონი, რის შედეგადაც საპატიმროებიდან გათავისუფლა 20 ათასი კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG