Accessibility links

პომპეო: ახალი კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მომდინარეობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კვირას განაცხადა, რომ იმის „მნიშვნელოვანი რაოდენობის მტკიცებულებები“ არსებობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მომდინარეობს. მაგრამ მას არ უარუყვია აშშ-ის სპეცსამსახურების დასკვნა, რომ ვირუსი არ არის ადამიანის მიერ შექმნილი. ამის თაობაზე მან ისაუბრა ტელკომპანია ABC-ის ეთერში.

„საუკეთესო ექსპერტები დღემდე ფიქრობენ, რომ ეს ადამიანის ნახელავია. მე არა მაქვს მიზეზი, არ ვენდო მათ“, თქვა პომპეომ.

მას შემდეგ, რაც ინტერვიუერმა შეახსენა, რომ სხვაგვარი პოზიციაა წარმოდგენილი აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშში, პომპეომ განაცხადა: „მე ვნახე, რა თქვეს სადაზვერვო სამსახურებმა. არავითარი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ისინი ცდებიან.“

როგორც როიტერსი იტყობინება, სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერჯერობით არ უპასუხია მის თხოვნაზე, სიცხადე შეიტანოს პომპეოს კომენტარებში.

ხუთშაბათს ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეთანხმება „ფართო სამეცნიერო კონსენსუსს“ იმის თაობაზე, რომ დაავადება არ არის ადამიანის მიერ შექმნილი.

აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებიც იცნობენ სადაზვერვო ანგარიშებსა და ანალიზს, რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ არ სჯერათ, თითქოს ახალი კორონავირუსი ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ბიოლოგიური იარაღის სამთავრობო ლაბორატორიაში და რომ მან იქიდან მან გაჟონა.

მათი თქმით, ის ან ადამიანსა და ცხოველს შორის კონტაქტით გავრცელდა, ან გაჟონა უჰანის ორიდან ერთ-ერთი სამთავრობო ლაბორატორიიდან, რომლებში სამოქალაქო პროექტებზე მუშაობენ, იტყობინება როიტერსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG