Accessibility links

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი


საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა.

სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი გვიან ღამით შეიცვალა და 221-დან 223-მდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, დადასტურებულია 589 შემთხვევა. მათ შორის 9 გარდაიცვალა. 223 გამოჯანმრთელდა.

4 მაისის 7:30 საათის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 4830 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 521.

ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG