Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლის ბოლოსთვის ვარაუდობს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ აშშ-ს წლის ბოლოსთვის ექნება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. „ექიმები იტყოდნენ, რომ ამას არ უნდა ვამბობდე. მაგრამ ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ“, - განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია FOX News-თან ინტერვიუში.

ვაქცინაზე აშშ-ის გარდა მსოფლიოს არაერთი სხვა ქვეყანა მუშაობს. ექსპერტების უმრავლესობა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

მძიმე დაავადების, COVID-19-ის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

ამჟამად კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 3 500 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 248 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG