Accessibility links

შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან უქმდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში შეზღუდვების ნაწილი 5 მაისიდან უქმდება. მათ შორის, აღარ იქნება ჩაკეტილი ბათუმი და ქუთაისი და მოქალაქეებს ქალაქების დატოვება შეეძლებათ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 5 მაისიდან მუშაობის განახლება შეეძლება ყველა სამშენებლო კომპანიას, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაიცავს. შეზღუდვები მოიხსნება იმ კომპანიებზეც, რომლებიც სამშენებლო მასალას აწარმოებენ ან ამ სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესი აქვთ. 5 მაისიდან მუშაობას დაიწყებენ ავტოსარემონტო კომპანიებიც.

განახლებული წესით მოემსახურებიან მოქალაქეებს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები. სერვისებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი, ონლაინრეგისტრაცია my.gov.ge-ს საშუალებით.

მთავრობამ 24 აპრილს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ქვეყანა სწორედ ამ გზით გეგმავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცირებისთვის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG