Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ


ლაბორატორიული კვლევით, კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა წყალტუბოს სათნოების სახლის 180 ბენეფიციარს, დაწესებულების თანამშრომლებს და მოხალისეებს, რომლებსაც სოცალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კერძები სახლში მიაქვთ.

მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც სათნოების სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს, შუახნის ქალს ანტისხეულების ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ის ამჟამად კარანტინში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ქალს კონტაქტი ჰქონდა წყალტუბოში გასულ კვირაში დაინფიცირებულ მამაკაცთან.

„კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ პირს, რომელსაც ვირუსით დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი. ასევე გამოკვლეულია მერიას დაქვებდებარებული სათნოების სახლის მომსახურე პერსონალი და ბენეფიციარები. მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ“, - უთხრა მედიას წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

წყალტუბოში კორონავირუსის სულ სამი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა შორისაა მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG