Accessibility links

რუსეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ევგენი მიკრინი, სარაკეტო-კოსმოსური კორპორაციის (РКК) გენერალური კონსტრუქტორი


ევგენი მიკრინი

5 მაისის დილით მოსკოვთან ახლომდებარე კომუნარკის საავადმყოფოში გარდაიცვალა ევგენი მიკრინი, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია (РКК) „ენერგიის“ გენერალური კონსტრუქტორი. აკადემიკოსი ევგენი მიკრინი „როსკოსმოსის“ პრესსამსახურის ცნობით, კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და შესაბამის მკურნალობას გადიოდა.

„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა, დმიტრი როგორზინმა მიკრინის გარდავცვალებას უწოდა „აუნაზღაურებელი დანაკლისი“ რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური სფეროსთვის.

მიკრინს კორონავირუსი აღმოუჩიენს მას შემდეგ, რაც კოსმოდრომ ბაიკონურიდან დაბრუნდა. 9 აპრილს რუსეთის ამ მთავარი კოსმოდრომიდან კოსმოსში გაუშვეს მორიგი საერთაშორისო კოსმიური თანამგზავრი. მაგრამ თავდაპირველად „ენერგიაში“ მიკრინის დაავადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თავდაპირველად ცნობილ გენერალურ კონსრუქტორს დაავადება ჰქონდა მსუბუქ ფორმაში, რამაც შესაძლებლობა მისცა სახლში ემკურნალა. მაგრამ 20 აპრილიდან მისი მდგომარეობა გართულდა, რის გამოც საჭირო გამხდარა მიკრინის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა და მისი მიერთება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე.

ევგენი მიკრინი სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია (РКК) „ენერგიაში“ 1981 წლიდან მუშაობდა. ბოლო წლებში იგი იყო კორპორაცია „როსკოსმოსის“ პილოტირებული კოსმოსური სისტემებისა და კომპლექსების გენრალური კონსტრუქტორი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG