Accessibility links

პრაღის მე-6 ოლქის მერი ევროკომისიას მოუწოდებს დაგმოს რუსეთის ქმედება


ონდჟეი კოლარი

პრაღის მეექვსე ოლქის მერი ონდჟეი კოლარი, რომელიც რუსეთიდან საფრთხის გამო პოლციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება, ევრკომისიას მოუწოდებს დაგმოს რუსეთის ქმედება, როგორც სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა.


პრაღის ამ რაიონიდან საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის გადატანას, რუსეთის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. 3 აპრილს პრაღაში დემონტაჟი გაუკეთდა მარშალ კონევის ძეგლს. მონუმენტი გადატანილია მე-20 საუკუნის ხსოვნის მუზეუმში.

ონდჟეი კოლარი აცხადებს, რომ მონუმენტი პრაღა 6-ის საკუთრებაა და რაიონის ადმინისტრაციამ, ჩეხეთის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა მის დემონტაჟის დროს.

მარშალ ივან კონევის ძეგლის მოხსნამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია რუსეთის მხრიდან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებით.

ონდჟეი კოლარი მიიჩნევს, რომ რუსეთის კრიტიკა უადგილოა. მან მოსკოვი დაადანაშაულა პრაღის რაიონის შიდა საქმეებში ჩარევასა და ძეგლის გადატანასთან კავშირში მყოფი ადამიანების მიმართ მუქარაში.

ევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილში ონდჟეი კოლარი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაკავებულია „ისტორიის გადაწერით“ და „ჰიბრიდულ ომს“ ეწევა ევროკავშირის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG