Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბენიძე: „ფეისბუკმა“ გააუქმა  „სპუტნიკის“ არაავთენტური ქსელი და არა მისი გვერდი


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თანახმად, „ფეისბუკმა“ რუსული მედიასაშუალების,„სპუტნიკის“ არაავთენტური ქსელი გააუქმა და არა თავად მისი ოფიციალური ფეისბუკგვერდი.

როგორც მიხეილ ბენიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, საქმე ეხება „სპუტნიკის“ კონტენტის გამავრცელებელ, არაავთენტური ინტერაქციის ერთმანეთთან კოორდინირებულ საეჭვო გვერდებს, რომელთა მიზანი „სპუტნიკის“ მიერ გამოქვეყნებული მასალების უფრო მეტად პოპულარიზება იყო.

ანგარიშში სახელწოდებით, „რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში - „სპუტნიკის“კოორდინირებული ქსელი FACEBOOK-ზე, რომელიც 8 აპრილს გამოქვეყნდა, სამართლიანი არჩევნები 11 გვერდის, 26 ანგარიშისა და 41 ჯგუფის არსებობაზე მიუთითებდა.

„სრულად ყველა არის თუ არა წაშლილი, ამას ახლა ვერ ვიტყვით, რადგან დეტალურად არ ასაჯაროვებს ხოლმე "ფეისბუქი", მაგრამ მათი დიდი ნაწილი წაშლილია და არ იძებნება“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

„ფეისბუკმა“ „ნიუს-ფრონტის“ ქართულ ანგარიშებთან ერთად ასევე გააუქმა „სპუტნიკის“ ქსელი საქართველოში. ეს ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ გაავრცელა.

„ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ ბენიძე წერს, რომ ინფორმაცია მას 6 მაისის დილით "ფეისბუკთან" გამართული ვიდეოქოლის დროს დაუდასტურეს.

XS
SM
MD
LG