Accessibility links

კორონავირუსი დაუდგინდა ქალს, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა


ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი ჰყავთ. შუახნის ქალი კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს და თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ქალს სიმპტომები არ ჰქონდა, ტესტირება საკარანტინო ზონის დატოვებამდე ორი დღით ადრე ჩაუტარდა და კვლევამ ვირუსის არსებობა აჩვენა.

"ქალს, შეიძლება ვთქვათ, რომ ვირუსი გადატანილი აქვს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას თანმდევი დაავადებები აქვს", - ამბობს თემურ ნადირაძე.

ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, რის შემდეგაც საავადმყოფოში 7 პაციენტი დარჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ლაბორატორიულად 615 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG