Accessibility links

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ დედამთილი დააკავა


პოლიციამ ოჯახში ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით თბილისში 58 წლის ქალი დააკავა.

პოლიციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რძალს, 30 წლის ქალს თავისსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიების მიხედვით, ეს შემთხვევა პირველი არ იყო და რძალმა თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG