Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 მაისიდან ქუჩიდან კარის მქონე მაღაზიები გაიხსნება, იქნება გამონაკლისებიც


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება ყველა ის მაღაზია, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან. ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები.

"ეს არ ეხებათ მოლებსა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს", - თქვა მან.

საქართველოს პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იღებენ.

საქართველოში მაღაზიები 31 მარტიდან დაკეტილია. კომერციული საქმიანობის უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყო დასაშვები და ამისთვის მთავრობის ნებართვა იყო საჭირო.

XS
SM
MD
LG