Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირჩი მთავრობას თერმოსკრინინგში "ეხმარება"


პოლიტიკური პარტია გირჩის წევრები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ და მთავრობას თერმოსკრინინგში "ეხმარებიან". ისინი შენობაში შემსვლელ ყველა მოქალაქეს სიცხეს უზომავენ.

როგორც პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ფეისბუქლაივში ჩანს, ისინი თეთრი ხალათებითა და პირბადეებით არიან მისულები და შენობაში შემსვლელი მოქალაქეების ტემპერატურულ მაჩვენებლებს იწერენ. ექიმის ხალათი თავად ჯაფარიძემაც მოირგი.

"9 საათს გადასცდა, ვინც მომსვლელი იყო, მოვიდა. არ ინერვიულოთ 11 კაცი მუშაობს თქვენთვის, ტემპერატურა არავის დაუდასტურდა. პანდემია ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან ამ შენობაში ხალხს არ სძინავს და ზრუნავენ ჩვენზე... იმდენ რამეზეა მათი ძალები გადანაწილებული, რომ საკუთარი თავისთვის აღარ დარჩათ და ამიტომ მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ", - თქვა ჯაფარიძემ.

გირჩი საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ ქმედებებს სხვადასხვანაირად აპროტესტებს. დღეს ერთ-ერთი ასეთი პერფორმანსი გაიმართა, თუმცა რამდენიმე დღის წინ პარტიის მხარდამჭერები იპოდრომზე შეიკრიბნენ და იქ სცადეს რეგულაციების გაპროტესტება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG