Accessibility links

მთავრობა 11 მაისიდან ნებართვების მსურველ სტომატოლოგიურ კლინიკებს შეამოწმებს


ჯანდაცვის სამინისტრო 11 მაისიდან იმ სტომატოლოგიურ კლინიკებს შეამოწმებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში პაციენტების მიღების სურვილი აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

"შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი", - აღნიშნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ.

დღეს, 8 მაისს, დღის ბოლოს სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც კლინიკებმა უნდა შეავსონ. აქვე იქნება იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

საქართველოში დაგეგმილი სამედიცინო მანიპულაციები დაახლოებით ორი თვის წინ კორონავირუსის საფრთხის გამო აიკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG