Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 მაისს მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა დაჩრდილა სიღარიბის, შიმშილობის და კონფლიქტების თაობაზე გაფრთხილებამ


ევროპის არაერთი ქვეყანა აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

COVID-19-ს 146 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ევროპაში. დაახლოებით ამავე რაოდენობის სამხედრო გადმოსხეს მოკავშირეებმა ნორმანდიაში, საფრანგეთში, ოკეანის სანაპიროზე, 1944 წელს.

8 მაისის საზეიმო აღნიშვნის ღონისძიებები ან გაუქმდა, ან გადაიდო, ანაც შედგა შეზღუდული მასშტაბებით ონლაინშეხვედრების ფორმით.

მთელ მსოფლიოში კორონავირუსმა 270 ათასამდე ადამიანი შეიწირა. იზოლაციაში იმყოფებიან როგორც ამაზონისპირეთის ხალხები, ისე დიდი მეტროპოლიების მოსახლეობა.

ევროპის არაერთი ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების მასშტაბი მცირდება, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მოსალოდნელი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელების მეორე ტალღა. გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელმა, მარკ ლოუკოკმა განაცხადა 7 მაისს, რომ ღარიბ სახელმწიფოებში პანდემიის პიკი მოსალოდნელი არ არის სამ-ექვს თვემდე ადრე.

თავის მოწოდებაში მთავრობების, კომპანიებისა და მილიარდერების მიმართ, გაიღონ 6,7 მილიარდი დოლარი მოწყვლადი ქვეყნების დახმარებისთვის, ლოუკოკმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, სადაც დაბალი სოციალური უსაფრთხოება და მყიფე ჯანდაცვის სისტემებია, მოელით შიმშილის პანდემია, არეულობები და კონფლიქტები.

აშშ-ში უმუშევრობის ზრდამ 8 მაისს ისტორიულ დონეს მიაღწია. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოითხოვს ეკონომიკის კვლავ გახსნას მაშინ, როცა ზოგიერთმა შტატმა გააუქმა შეზღუდვები, სხვები კი მოელიან, რომ შემცირდება ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა, ასევე დაიკლებს დაღუპულებთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG