Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ა/რ მთავრობის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოთხი მოქალაქე დააკავეს


ოთხი მოქალაქე დააკავეს ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის შენობის წინ. საპროტესტო აქცია გასულ კვირას ბათუმში ჩხუბის დროს დაკავებული ორი მოქალაქის ნათესავებმა გამართეს, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ისინი თავდაპირველად ბათუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აჭარის მთავრობის შენობის წინ, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და სწორედ იქ დააკავეს აქციის მონაწილეები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, საქმე ეხება ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის დარღვევას. „დაკავებული არიან 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას“, - აცხადებენ შსს-ში.

XS
SM
MD
LG