Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ვარ მე?


ავტორი: მარიამ მიქაძე

ჩვენ, ადამიანები, ვიბადებით რწმენით, ოცნებებითა და პოტენციალით კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად. ნელ ნელა ვიზრდებით, ვსწავლობთ და ვყალიბდებით პიროვნებებად. ამ პროცესში ყველაზე დიდი წვლილი ოჯახს შეაქვს, სადაც მიმდინარეობს ბავშვის სულიერი და ფიზიკური განვითარება. სწორედ აქ სწავლობს სიყვარულს, პატივისცემას, პასუხისმგებლობასა და თანადგომას. ინდივიდის ჩამოყალიბებაში სასწავლებელი გარემო და მეგობრებიც უდიდეს გავლენას ახდენენ.

დაბადებიდან სრულწლოვანებამდე ფსიქოანალიტიკოსები რვა სხვადასხვა პერიოდს გამოყოფენ. აქედან ერთ-ერთი ყველაზე რთული, ამავდროულად, დაუვიწყარი და სასიამოვნო გარდატეხის ასაკი, ე.წ. თინეიჯერობის წლებია. ამ დროს მოზარდის თავში უამრავი კითხვები ტრიალებს.

ვინ ვარ მე? ვინ არის ადამიანი? რა მოვალეობები დაგვაკისრა ღმერთმა მაშინ, როდესაც მოგვავლინა ამ ქვეყანაზე? რა არის ცხოვრების ხელოვნება და ვინ არის ცხოვრების პროფესიონალი „მხატვარი“? ამ კითხვებზე პასუხებს ბავშვები საკუთარ თავებში ეძებენ, რაც ძალიან რთულია. შეუძლებელია სამყაროს ბოლომდე შეცნობა. ის ხომ ყოველდღიურად ახალ-ახალი მოულოდნელობებით არის სავსე. ჩნდება უამრავი მოსაზრება, მათ შორის ურთიერთსაპირისპიროებიც, გონება ირევა, ფიქრები ქაოტურად იწყებენ მოძრაობას, თითქოს ყველა გზას საბოლოოდ ჩიხამდე მივყავართ.

მეც ზუსტად ცხოვრების ამ ეტაპს გავდივარ. ვიწყებ გამოღვიძებას, თვალებიდან ვიხსნი ჩემს ვარდისფერ სათვალეებს, ვემშვიდობები და ახალს- ნაცრისფერს ვიღებ ჯიბიდან. ყველაფერს მივედ-მოვედები. ხან ვკითხულობ, ხან მუსიკას ვუსმენ, ხანაც ვწერ იმ ფიქრებზე რაც ჩემს გონებაში ტრიალებს. ვიწყებ ძიებას ყველგან, სადაც შესაძლებელია. იმისთვის, რომ ვისწავლო საკუთარი თავის მართვა, ჩავწვდე საკუთარ ქვეცნობიერს, შევიცნო და შევიგრძნო იგი, გამოველაპარაკო კიდეც და თუკი არ მომეწონება, თუკი უკმაყოფილო დავრჩები მისით ვეცდები შევცვალო, ვიმუშაო გარდასახვაზე, მანამ სანამ, არ გახდება ჩემთვის მისაღები და მეტიც, იდეალური.

ვააანალიზებ ამ ყველაფერს და ვხვდები, თუ როგორი მნიშვნელოვანია ფიქრი, რამდენი კარგი რამის მიცემა შეუძლია ადამიანისთვის. სწორედ ფიქრს მივყავართ აბსოლუტურ ჭეშმარიტებამდე. მეც მივაგენი ჩემს პატარა სიმართლეს. თითოეულ ადამიანი არის ინდივიდუალური და გააჩნია საკუთარი „მე.“ მთავარია გამოვნახოთ დრო მათ გასაღვიძებლად. უნდა მოვუსმინოთ: რას გვიყვებიან, რას გვაფრთხილებენ და რას გვთხოვენ, შევისწავლოთ ისინი და ვიცხოვროთ მათთან ერთად ისე, რომ არასდროს არ დავკარგოთ. სწორედ ესაა პირველი ნაბიჯი თავისუფლებისკენ და ყველაზე ძლიერი იარაღი სხვისი მონობისაგან თავის დასაღწევად.

ცხოვრებაში ჩადებულია ამოუხსნელი საიდუმლო. ჩვენ, ადამიანები ამ საიდუმლოს ნაწილები ვართ. ვცდილობთ დავინახოთ ყველაფერი ისე, როგორსაც გვინდა რომ ვხედავდეთ.

მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი, პირადი მზე გვათბობს და საკუთარი ვარსკვლავები გვინათებენ გზას. მთავარია, ჩვენს თავებს მივცეთ შესაძლებლობა ვიპოვოთ ეს მზე და ვარსკვლავები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG