Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა ჰოსპისში გაჩენილ ხანძარს


სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ კრასნოგორსკის ხანდაზმულთა პანსიონატში მდებარე პოსპისში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

9 დაღუპულის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და საგამოძიები კომიტეტი იუწყებიან. სააგენტო „ინტერფაქს"-ის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი.

გარდაცვლილები 66-დან 90 წლამდე ასაკის მოხუცები იყვნენ. მათი სიკვდილის მიზეზი მხუთავი გაზით მოწამვლაა. საავადმყოფოში გადაიყვანეს 9 დაშავებული.

ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში 37 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა. წინასწარი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG