Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი პაციენტი თეთრიწყაროდანაა


საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა თეთრიწყაროდანაა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ სამივე კარანტინის ზონაში იმყოფებოდა.

დღეს დილით, 3 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვი 635-დან 638-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 8 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 309-დან 317-მდე გაიზარდა.

11 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს კოვიდ-ინფიცირებული 311 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა გადააჭარბა ე.წ. აქტიური შემთხვევების რაოდენობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG