Accessibility links

ავღანეთის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები


10 მაისის საღამოს გზაზე დამონტაჟებული ნაღმების აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში.

ქაბულის პოლიციის თანახმად, აფეთქების ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები. ქაბულის ტაჰი ამასკანის რაიონში მომხდარი აფეთქებების სამიზნე იყო ავღანეთის უშიშროების ეროვნული დირექტორატის კუთვნილი ავტოტრანსპორტი.

იმავე ადგილზე აფეთქება მოხდა 10 მაისის საღამოსაც. წუხელ არავინ დაშავებულა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თალიბანს არც ერთი თავდასხმა არ მოუწყვია ქაბულში მას შემდეგ, რაც თებერვალში ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას ვაშინგტონთან, რაც, გავრცელებული მოსაზრებით, გზას უხსნის მშვიდობის დამყარებას 18 წლის განმავლობაში ომში ჩაფლულ ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG