Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 153 პირი დააჯარიმა


პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 153 პირი დააჯარიმა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველაზე მეტი (106) საჯარიმო ქვითარი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოიწერა, შეკრებისა და დისტანციის წესის დარღვევისთვის კი - 37. პოლიციამ 3 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, 7 პირი კი მანქანით მგზავრთა წესების დარღვევით გადაყვანისთვის. სულ გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 459 ათასი ლარია.

31 მარტიდან დღემდე სულ 6 947 ჯარიმა გამოიწერა, მათგან 10 იურიდიულ კომპანიებზე. ჯარიმების საერთო მოცულობა 21 მლნ ლარს უახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG