Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის გეგმა: თითოეულ ფერმერს სახელმწიფო 1ჰა-ზე 200 ლარით დაეხმარება


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ფერმერი ყოველ რეგისტრირებულ ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის სახით 200 ლარს მიიღებს. ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გარდა ამისა, მთავრობა თითო ფერმერს საწვავის ღირებულებასაც დაუფინანსებს. როგორც გახარიამ თქვა, თითოეულ მათგანს ერთი ჰექტარის დასამუშავებლად 150 ლიტრი საწვავის საბაზრო ღირებულებაზე ერთი ლარით ნაკლებად შეეძლება ყიდვა.

"კრიზისის პერიოდში გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება, აგროპროდუქტების წარმოება, შიდა წარმოება - ეს ძალზედ მგრძნობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის კუთხით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამას დასაქმების სერიოზული ეფექტიც აქვს... ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. გარდა ამისა, ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწისადმი განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, ამ პროექტის მიზანია, ქვეყანაში არ გაჩერდეს აგრარული საქმიანობა და არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. გახარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2020 წლის განმავლობაში გლეხები სარწყავი წყლის მოსაკრებლისგანაც გათვისუფლდებიან.

XS
SM
MD
LG