Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მოუწოდებს კალიფორნიას, დართოს ნება Tesla-ს განაახლოს ელექტრომობილების წარმოება


აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს კალიფორნიის შტატის ხელმძღვანელობას, რომ მისცეს უფლება კომპანია Tesla-ს განაახლოს ელექტრომობილების წარმოება. ტრამპის ამ მოწოდების ფონია, კომპანიის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადება, რომ ქარხანაში წარმოების პროცესი განახლდება მიუხედავად იმ ბრძანებისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქარხანა დახურული უნდა დარჩეს.

საუბარია ფრიმონტში მდებარე ქარხანაში, რომელშიც იგეგმება ელექტრომობილების აწყობა. ილონ მასკი დაიმუქრა, რომ ქარხანას სხვა შტატში გადაიტანს.

"კალიფორნიამ უნდა მისცეს უფლება Tesla & @ elonmusk-ს პირდაპირ ახლავე გახსნას ქარხანა. ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და უსაფრთხოდ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა ტვიტერში 12 მაისს, ერთი დღეში მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ წარმოება განახლდება და ითხოვა, რომ, თუ ვინმეს დააპატიმრება უნდათ, მხოლოდ ის დააპატიმრონ.

ბოლო ხანს ილონ მასკმა რამდენჯერმე გაილაშქრა კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების მიზნით კალიფორნიის შტატის მიერ შემოღებული აკრძალვის წინააღმდეგ. გასულ უქმეებზე კი კომპანია Tesla- სასამართლოში სარჩელი შეიტანა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც აკრძალა ელექტრომობილების წარმოების განახლება.

აშშ-ის შტატები ცდილობენ განაახლონ ეკონომიკის ფუნქციონირება, ოღონდ ისე, რომ თავიდან აიცილონ კორონავირუსის შემდგომი გავრცელების საფრთხე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG