Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს 300-ზე მეტი კანონმდებელი გამოვიდა მოწოდებით, ვალები ჩამოუწერონ უღატაკეს ქვეყნებს


მსოფლიოს 300-ზე მეტმა კანონმდებელმა მოუწოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს, პანდემიის პირობებში ვალების ჩამოწერითა და დაფინანსების გაძლიერებით დაეხმარონ ყველაზე ღატაკ ქვეყნებს.

ორი ათეული ქვეყნის კანონმდებლებმა 13 მაისს განაცხადეს, რომ ღარიბი ქვეყნების საკრედიტო ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და არა შეჩერდეს, როგორც ამაზე აპრილში შეთანხმდნენ „დიდი ოცეულის“ ქვეყნები.

ინიციატივა, რომელსაც სათავეში უდგანან აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობის ყოფილი პრეტენდენტი, დემოკრატი ბერნი სანდერსი და დემოკრატი კონგრესმენი მინესოტის შტატიდან, ილჰამ ომარი, გაჩნდა მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ განვითარებადი ქვეყნები და ახალი ინდუსტრიების ეკონომიკები „გაისრისებიან“ პანდემიის გამო.

სანდერსმა განაცხადა, რომ უღატაკესი ქვეყნების ვალების ჩამოწერა „არის მინიმუმი, რაც უნდა გააკეთონ მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიღატაკის, შიმშილისა და დაავადების წარმოუდგენელი ზრდა, რაც ასობით მილიონ ადამიანს ემუქრება“.

კანონმდებლები მიესალმნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, 6 თვით დაფაროს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების საკრედიტო ვალდებულებები, მაგრამ განაცხადეს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო.

XS
SM
MD
LG