Accessibility links

პაატა იმნაძე: განიხილება კომენდანტის საათის შემცირების და მოხსნის საკითხი


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით განიხილება საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული კომენდანტის საათის შემცირების და მისი მოხსნის საკითხიც.

პაატა იმნაძის განმარტებით კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემოღებული შეზღუდვები „მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად“ იყო დაწესებული. საქართველოში არსებული შეზღუდვები არ უნდა შევადაროთ შვედეთში ან ბელორუსიაში არსებულ მოდელებს.

„ჩვენ ხომ ვერ ვაქცევდით საქართველოს ექსპერიმენტულ ველად და მერე დაგვეთვალა რა მოხდებოდა საქართველოში?“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი სიტყვებით, როდესაც შვედურ მოდელს ახსენებენ, მათ მონაცემებს თავიანთ მეზობელ ქვეყნებთან და სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან აღარ ადარებენ. ამასთან, არავინ ახესენებს ბელორუსიას „რომელიც კიდევ უფრო შორს წავიდა და დიდი თავყრილობები საერთოდ არ აუკრძალია".

„შვედების შედარება ქართველებთან... 50% შვედების მარტო, ცალკე ცხოვრობს, მათ კარანტინი არ სჭირდებათ ისედაც იცავენ სოციალურ დისტანციას. ეს მათი ცხოვრების წესია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვის მთავარი იყო შეგვეკავებინა ინფექციის გავრცელება, როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა არაფერი სპეციფიკური, უნდა დავლოდებოდით რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ მათ მაგალითზე მოვმზადებულიყავით და ისე დავხვედროდით, ამიტომ იყო ეს ყველა შეზღუდვა ჩვენთან“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით არსებობდა ძალიან პესიმისტური პროგნოზები, „ფატალური შემთხვევები, რაც დღეს გვაქვს, იქნებოდა ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. რომლის თქმითაც კომენდანტის საათიც გაუქმდება, სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება, მაგრამ ეს იქნება სიფრთხილის ფონზე.

საქარველოსგან განსხვავებით, შვედეთი პანდემიას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ბიზნესის სავალდებულო დახურვის გარეშე უმკლავდება.

საქართველოში 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

13 მაისის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირებულია 647 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 372, მათ შორის გარდაიცვალა 11.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG